ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლევან აბაშიძე

თბილისის შ.პ.ს "ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა"

მე ვარ ლევანი, ამ ტექსტის წერის დროს 16 წლის. ვწერ დეტექტივებსა და ისეთ მოთხრობებს, სერიალის სცენარად რომ გამოდგებოდა. ვუსმენ ყველანაირ მუსიკას. სიმღერები მოსმენილი მაქვს 30-ზე მეტ ენაზე, რაც, უმეტესწილად, ევროვიზიის დამსახურებაა. ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზე. ჰო, მაქვს სწრაფად ბეჭდვის და სხვადასხვა ენაზე სიმღერების ტექსტების დამახსოვრების "ნიჭი". მინდა გავხდე მწერალი, ჟურნალისტი ან ფსიქოლოგი. "წიგნების თარო" გონებაში ერთხელ უკვე ჩამებეჭდა საოცარ მოგონებად და, იმედია, მეორე მცდელობაც ასე თუ ისე წარმატებული აღმოჩნდება.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო