ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

საბა ცხომელიძე

თბილისის #50 საჯარო სკოლა

მე ვარ საბა ცხომელიძე, 18 წლის. ვსწავლობ თბილისის 50-ე საჯარო სკოლაში. წელს ვამთავრებ სკოლას და ვაბარებ სამედიცინო უნივერსიტეტში. ჩემი ოცნებაა, ვიყო გულისხმიერი და მზრუნველი ექიმი, რომელსაც ეყვარება თავისი პაციენტი და ყველაფერს გაიღებს მის დასახმარებლად. იმედია, ამ ოცნებას რეალობად ვაქცევ. თავისუფალ დროს (რომელიც წელს თითქმს აღარ მაქვს) მიყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა და ,რაღა თქმა უნდა, წიგნების კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი''. ნაწარმოების პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად მოვიხიბლე დიდი კანუდოსელებით, მათი შეუპოვარი და მებრძოლი ხასიათით. ჩემი აზრით, ადამიანმა გონებრივ განვითარებასთან ერთად ფიზიკურ სიჯანსაღეზეც უნდა იზრუნოს, სწორედ ამიტომ, ჩემი თავისუფალი დროის ნაწილს ვარჯიშსაც ვუთმობ, რაც უკვე ცხოვრების წესად მექცა.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო