ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ვაკო სოზაშვილი

თბილისის #106 საჯარო სკოლა

გამარჯობა! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ვარ ვაკო... ჰასაკით-16 წლისა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ უცნაური ვარ. ზოგი არც მეუბნება, გააჩნია, რა. დაინტერესებული ვარ ბიო და ასტრომეცნიერებებით. ზოგადად, ვფიქრობ, რომ "შეუძლებელი" ფარდობითი ცნებაა და, ადრე თუ გვიან, ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, მიყვარს კითხვა და ხალხის ნერვებზე თამაში. ურჩხული ნუ გეგონებით, ხშირად ვართობ კიდეც მათ. მიზიდავს თითქმის ყველა სახის სპორტი, მაგრამ ამ 3-ს მაინც გამოვარჩევდი: პირველი, თანაც უკონკურენტოდ - კალათბურთი. მეორე, სავარადუდოდ, კალათბურთი. აი, მესამეზე მიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ალბათ, მაინც კალათბურთი. ამას გარდა, ძალიან მიზიდავს მოგზაურობა. მოგზაურობას ალბათ მაინც ლონდონით დავიწყებდი, შემდეგ კი, ტაილანდში, კრუნთხეფმაჰანკხონამონრატტანაკოსინმაჰიტარაიუტთხაიამაჰადილოკფხოპნოპპარატრატხატანიბურირომუდომრათჩანივეტმაჰასტანამონპიმანავატანსათითსაკკათხატთიაბიტსანუკამ-ის მონახულებით გავაგრძელებდი და გივიკო ლემონჯავას საოცნებო ახალზელანდიური კონცხით დავამთავრებდი. რაც შეეხება წიგნების თაროს, სწორედ ამ პროექტზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე. (რეიმონდ კარვერი)

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო