ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

გვანცა ნაკაშიძე

თბილისის #136 საჯარო სკოლა

მოგესალმებით,მე ვარ გვანცა ნაკაშიძე. ქ.თბილისის 136-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. წარმოშობით ვარ გურული თავადი და ვამაყობ ჩემი გვარით. ყოველთვის მინდოდა ,,წიგნების თაროში"მონაწილეობის მიღება და აი მეც თაროელი ვარ. მიყვარს სიახლეები და თავგადასავლები,ამიტომაც მსურს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ვოცნებობ ყველაფერზე რაზეც შეიძლება ოცნება.ჩემს მიერ დასახული მიზნების და სურვილების ასასრულებლად თავს არ დავზოგავ,რადგან მჯერა,რომ ბევრი შრომა ამ ყველაფერს რეალობად გადააქცევს. თავისუფალ დროს ვერთობი მეგობრებთან ერთად,ვკითხულობ,ფილმებს ვუყურებ ან ვცურავ.ჯერ არჩეული არ მაქვს მომავალი პროფესია,ამიტომაც ვცდილობ ბევრი რამ შევისწავლო და მაინც ჩემი თავი წარმომიდგენია ექიმად. ,,წიგნების თარო"ჩემთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა გავაანალიზო ჩემი უნარები,გავიმრავალფეროვნო ცხოვრება და შევიძინო მეგობრები.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო