ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

გიორგი ხაჩიძე

თბილისის #136 საჯარო სკოლა

გამარჯობა , მე გიორგი ვარ თბილისის 136-ე სკოლიდან.ოფიციალურად 2001 წლის 27 მარტს დავიბადე . ოფიციალურად იმიტომ , რომ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ფრანგი გენიოსისას ემთხვევა , რომლის მიხედვითაც ადამიანი მაშინ იბადება , როცა ის აზროვნებას იწყებს. ვფიქრობ , ეს უნარი ძალიან გვიანაც არ უნდა ამეთვისებინა. დარწმუნებული ვარ , მალევე შეამჩნევდით , რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უიშვიათესი სახელი მქვია , ასეთი სახელის მქონე სამ მილიონიან საქართველოში ხომ სულ რაღაც 192 099 ადამიანია. კინაღამ დამავიწყდა მეთქვა , რომ აბიტურიენტის ტიტულს ვატარებ. იმედი მაქვს , ჩემი და ამ წოდების ურთიერთობა ბერძნული მითოლოგიიდან სიზიფეს მითს არ დაემსგავსება. თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურასა და მეგობრებთან ერთად ვატარებ.განსაკუთრებით მიტაცებს სპორტი და ისტორია. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი მომავალი პროფესია , ვიმედოვნებ აქტიური მოქალაქე ვიქნები და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან. ბოლოს კი ვიტყვი, რომ მჯერა ჩემი გუნდის წარმატებისა და კემბრიჯში წასვლაზეც არ ვიტყოდი უარს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო