ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

უჩა ფიფია

თბილისის #136 საჯარო სკოლა

მე ვარ უჩა ფიფია , 18 წლის. ვცხოვრობ თბილისში , კერძოდ , გლდანში. ახმეტელის თეატრთან და "გლდანის შაურმასთან" საკმაოდ ახლოს. თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა , ფილმების ყურება და ისეთი რაღაცების დამახსოვრება , რაც არაფერში გამომადგება ( პის ციფრები , როდის ამოიფრქვა ვულკანი ეიაფიატლაიოკული , რამდენი წლის წინ გადაშენდა მიკროფაქიცეფალოზავრი და ა.შ) იუმორის გრძნობა ცუდი მაქვს , ამიტომ ვცდილობ , რომ არ ვიხუმრო ხოლმე. მიყვარს სპორტი. არც ისე ცუდად ვცურავ და ფეხბურთის ყურებაც კარგად გამომდის. მსურს , მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო , თუმცა ყველაზე მეტად მინდა მოვინახულო ნორვეგია , იაპონია და სვაზილენდი. ყველაზე დიდი ოცნებაა , რომ კოსმოსში გავფრინდე და გავხდე პირველი ქართველი , რომელიც დედამიწას გასცდა. თითქმის ყოველთვის ვუსმენ მუსიკას , ძირითადად როკს და მეტალს. ყოველთვის მინდოდა "წიგნების თაროში" მონაწილეობა და როგორც იქნა ეს სურვილი ავიხდინე. დარწმუნებული ვარ , რომ აქ მიღებული გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო