ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ კუპრაძე

თბილისის #141 საჯარო სკოლა

გამარჯობა!როგორც ჩვეულებრივ ჩემს გაცნობას ჩემი სახელით დავიწყებ,გვარს ალბათ სადმე გვერდით მიაწერენ.მე მარიამი ვარ, 16 წლის. ჩემს თავს ხანდახან მულტიფუნქციურს ვეძახი, ჩემი ინტერესები ბევრ სფეროს მოიცავს და შესაბამისად თავისუფალ დროს ფართო არჩევანი მაქვს თუ რას გავაკეთებ.ძალიან მიყვარს მუსიკა,ვუკრავ გიტარაზე,პიანინოზე,ასევე ვმღერი,ვხატავ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა რაღაც მომიფრენს, ჩართული ვარ არაფორმალურ განათლებაში,ძალიან მიყვარს კალათბურთი,ყურებაც და თამაშიც,მეგობრებთან ერთად კინოს ყურება და მათთან ერთად დროის გატარება, თუ იმას დავამატებ რომ წიგნების კითხვა მიყვარს გასაკვირი არც იქნება.ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკამ და მათემატიკამ მიიპყრო,ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და ალგორითმების წერა მიყვარს. უკვე ოთხი წელია რაც პროგრამისტობა მინდა და ის, რასაც წარმოვიდგენ ხოლმე რეალობად ვაქციო.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო