ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ ბუცხრიკიძე

თბილისის #94 საჯარო სკოლა

გამარჯობა. მე, მარიამ ბუცხრიკიძე ვარ 16 წლის და ჩემთან თექვსმეტობანას თამაში რთულია. მეგობრები ნაცნობები და უცნობები სხვადასხვანაირად მომართავენ მაგალითად: მარიამი, მარიკუნა, მარო, მარი, მარუს, ბუცხრი, ბუცხრ, ბუცხრა,ბუცხრო, ბუშ. რათქმაუნდა თქვენც შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ან რამე ახალი მოიფიქროთ (ჩემთვის სულერთია). ვარ პერფექციონისტი და ვერ ვიტან დაგვიანებას და ვერც იმას, რომ მალოდინებენ, ასევე არ მიყვარს რაღაცის ვიღაცისთვის ახსნა, ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა და ა.შ. ჩემი ენერგეტიკული ცენტრები კი ასე გამოიყურება: მაქვს დაბალანსებული მულადჰარა, დეაქტიური სვადიშტანა, დაბალანსებული მანიპურა ან პირიქით, დაბალანსებული ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა და საჰასრარა. თითქმის ყველა ჩაკრა დაბალანსებული მაქვს. მიყვარს მშვიდ ან შესაფერის ხასიათზე მაილზ დეივისის მოსმენა.ზოგადად მრავალფეროვანი გემოვნება მაქვს და ზოგჯერ მეც მიკვირს. მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო მე მარიამი ვარ 16 წლის და ძალიან მინდა ზეთისხლის ბაღი მქონდეს სადაც ძალიან ბევირ ზეთისხილის ხე მექნება და ამ ბაღში უდნა იყოს ერთადერთი დიდი ფორთოხლის ხე(ჩემებური ედემი). დასასრული.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო