ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თანანო გურგენიძე

თბილისის #142 საჯარო სკოლა

მე ვარ თანანო, არა ანანო, არა თინანო, არა რაღაცანო და სხვ. ჯერჯერობით ვარ 17 წლის და მომავალში ვგეგმავ, რომ 18 წლის გავხდე. მისაბაძი ადამიანი არის დეტექტივი კალე ბლუმკვისტი, რომელმაც რისკზე წასვლა მასწავლა. თავისუფალ დროს მეგობარს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუყურებ სერიალებს და ვსვამ ჩაის. უეჭველად ამეტირება ფრანგულ ფილმზე, თუ მასში გია ყანჩელის მუსიკა იქნება. მიყვარს "The National", "ვია 75", "სუსტი რგოლი" და "უკანასკნელი გმირის" ყველა. Weasley is our king!

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო