ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

საბა სალთხუციშვილი

მარტყოფის #1 საჯარო სკოლა

ჰო, მე საბა ვარ. ალბათ იცი ეგ უკვე, სადმე ჩემი ფოტოს ქვევით ეწერებოდა. გვარის ამბვში არ გამიმართლა. დაახლოებით ორჯერ მიწევს გამეორება, რო ვიღაცამ გაიგოს. ხან სახლთხუციშვილს იძახიან, ხანაც უფრო მეტად ჩახლართულობას, ვიდრე თვითონ ჩემი გვარია. სხვა რავი... გრძელი ცხვირი მაქვს და ხშირი წარბები. მარა პრინციპში მაგასაც ხედავ ფოტოზე. კაი, მაშინ მოკლედ გეტყვი იმაზე, რაც მანდ არ ჩანს. მუსიკა მიყვარს, კითხვაც მიყვარს. უსაქმურობასთანაც კარგი დამოკიდებულება მაქვს. სკოლის ნიშნების რვეულში ბევრი “არა” და ორიანი მიწერია. დილით ძილი მიყვარს და მასწავლებლები არ მევასებიან. ხო, კიდე თავისუფალი ვარ ურთიერთობებისთვის, ჩემი ნომერია: 593-19-13-44. (ეს ხუმრობით რათქმაუნდა. ცოტა ხომ უნდა მეხუმრა, ამ სერიოზულ ავტობიოგრაფიაში). ბოლოსკენ, ყველა მოკვდავები ვართ, და #თაროსიყვარულია.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო