ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თათუკა ინარიძე

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

მე თათუკა ვარ. 17 წლის, ოზურგეთიდან. ყველაზე იღბლიან დღედ 11 რიცხვის ხუთშაბათი მიმაჩნია. ჰო მაგ დღოს დავიბადე. მიყვარს გართობა და მთვრალი ადამიანების ცქერა. იდეალი არ მყავს, მაგრამ მინდა დედაჩემს დავემსგავსო. მომავალში ალბათ მწერლობით გატაცებული ფსიქოლოგი ვიქნები რომელიც კაბებს ხატავს. მიყვარს თვალების ხარტვა, ფეხსაცმელები და 80-იანებს მუსიკა. ასევე მიყვარს გურული დიალექტი და მიმართვა "ცა". ყოველთვის მეგონა, რომ სიტყვა ევრიკა ნილ არმსტრონგმა თქვა როცა მთვარეზე დადგა ფეხი, რეალობა რომ გავიგე წიგნების თაროს დამსახურებაა. მიყვარს მოხუცები, განსაკუთრებით კი ბაბუები. მახარებს მათი ამბების მოსმენა, მოსკოვში გადაფრენის შესახებ. ვერ ვიტან იასამნისფერს და ჰომოფობებს. ყველაზე ძალიან მეშინია დავიწყების იმიტომ რომ ვთვლი ადამიამი მაშინ კვდება როცა ივიწყებენ. ხშირად ვწუხრავ იმაზე რომ ბევრი დიქტატორი ჯერაც ცოცხალია და ბევრი კარგი ადამიანი მკვდარი (ზემოთ ხსენებული ლოგიკის მიხედვით) საბოლოოდ ვარ ერთი დიდი ბავშვი, რომელიც არის საუკეთესო მეგობარი უყვარს ცხენები, ძაღლები ადამიანებიც და სჯერა რომ სადღაც იუნიქორნი მართლა არსებობს ოღონდ ვარდისფერი არა.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო