ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარი შაფაქიძე

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე მარიამი ვარ! არ ვიცი ასე რატომ დავიწყე მოკლე ბიოგრაფიის წერა, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ასე იქცევა. როგორც გონებაგახსნილები უკვე მიხვდით, ასეთი უმნიშვნელო ცვლილებებისთვის არ მოვლენილვარ დედამიწას. პირველად ლაო ძის ფრაზები რომ ვნახე, ოჯახში გამოკითხვა ჩავატარე, თქვენი აზრით, რატომ მოვევლინე სამყაროს მეთქი, ეგზიტპოლების მიხედვით ლიდერობს დებულება: მაგას თვითონ უნდა უპასუხო! მეორე ადგილას კი ჩემი ძმის (ნიკოლოზის არა, დემეტრეს) მოსაზრებაა: იმიტომ მოევლინე სამყაროს, რომ უთვალავი შეკითხვა დასვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფილმს ვუყურებო. ვიცი, უკვე მეორეჯერ ვაგზავნი თაროს პირველი თამაშის შემდეგ მსგავს ბიოგრაფიას (ჩემი ნებით არა). პირველი თამაში თაროს კარიერის დასაწყისი იყო, მეორე კი დასასრული და როგორც რომანის ძირითადი მოთხოვნაა, პერსონაჟების ცვლილება აუცილებელია! მეც შევიცვალე, თუ პირველ თამაშზე ბუქნებს ვაკეთებდი, მეორეზე მხოლოდ თავში ხელის შემორტყმით შემოვიფარგლე. (იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა) მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ალბათ ის არის, რომ შევიძინე ძალა მეტოქის თამაშით აღფრთოვანებისა (სხვათაშორის წარმატებას ვუსურვებ, ვინ იცის, იქნებ წელსაც ჩემპიონებთან დავმარცხდით), მოკლედ გავიზარდე.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო