ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნატა ჩიტაიშვილი

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

ყველაზე ცუდად საკუთარ თავზე საუბარი გამომდის, თუმცა მრავალი დაშინება (და თაროელობით აღებული პასუხისმგებლობა) მაიძულებს ჩემ შესახებ მოგიყვეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით,მე ნატა ვარ,ჩიტაიშვილი,არაფრით გამორჩეული,მოკვდავი არსება,ამჟამად დედამიწელი,კერძოდ,გურული. წიგნები მაშინ შემიყვარდა,როცა გავაანალიზე,რომ ის საინტერესო,უჩვეულო ადამიანებს მაცნობდა და ირეალურ სამყაროში გადავყავდი . ვოცნებობ უმპალუმპებზე,ერთი-ორი მაინც მყავდეს,მთელ დასახლებას არ ვითხოვ. რა თქმა უნდა,არც ჩარლის შოკოლადის ქარხანაზე ვიტყოდი უარს,ალბათ მთელ ცხოვრებასაც კი გავატარებდი იქ. ყველაზე რთული კითხვა,რომელიც ჩემთვის დაუსვამთ-შოკოლადი უფრო გიყვარს თუ წიგნები? პასუხები არასდროსაა მსგავსი. ვარ ყველაზე წუწუნა არსება,აუუუ-ჩემ მიერ დაწყებულ ყველა წინადადებას ახლავს. ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო რაციონალურად გამოვიყენო და საქმე არასდროს გადავდო,თუმცა აქვე არსებობს სიტყვა-ხვალიდან,რაც პატარა პრობლემაა. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე ამ ,,ხვალისთვის" გადადებული ავტობიოგრაფიისთვის.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო