ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ ზურაბაშვილი

რუსთავის #11 საჯარო სკოლა

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ახლა თქვენ უნდა კითხულობდეთ იმას, რასაც წინა სეზონზეც კითხულობდით, მაგრამ საიდანღაც და რატომღაც მეორე ვერსია გაჩნდა, ამიტომ კითხულობთ ამას: მე ისევ მარიამი ვარ, ისევ ზურაბაშვილი და ისევ.. არა, უკვე თექვსმეტი წლის ვარ. იხვებს და ცენტრალ პარკს უკვე ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. დანარჩენი რა მეწერა წინა ბიოგრაფიაში არ მახსოვს და ვეცდები რამე მოვაიმპროვიზაციო. წინას მსგავსად, ამ რაღაცასაც ბოლო ათ წუთში ვწერ. ბრძენნი ამბობენ ჩემთან ჭორაობას აჯობებს ერთი კინკილა ბიოგრაფია დაწეროო, ამიტომ აგერ მეორე ვერსია: მარიამ ზურაბაშვილი (შკუ)_ 2003-გძეტა 2078. დაიბადა მზიან რუსთავში, 19 მარტს. პროფესია გაურკვეველია. აკეთებს ყველაფერს, რაც გამოსდის (ბევრი რამე გამოსდის). უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით თავისი. დამატებითი ცნობები უცნობია. მე ორი ვერსია მოგეცით, ახლა რომელიც გინდათ, ის წაიკითხეთ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო