ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნატალი ჩარკვიანი

რუსთავის #11 საჯარო სკოლა

ყურადღება მოიკრიბე, დაივიწყე ყველაფერი, გაუშვი, გაქრეს, გაუჩინარდეს სამყარო, სადღაც ჩაიკარგოს. ჯობია, ოთხის კარი მიხურო, ტელევიზორის ხმა არ შემოვიდეს. კარგად მოკალათდი და დაიწყე. მე ნატალი ვარ, მეგობრებისთვის უბრალოდ ნატა. თითქმის 16წლის. წინა სეზონის მსგავსად ბიოგრაფიის დასაწერად დიდი დრო არც ახლა მაქვს, რადგან საქმის მოგვარება ბოლო მომენტში მიყვარს. წიგნების კითხვა რომ მიყვარს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ამიტომ გეტყვით რომ ჩემ ცხოვრებაში დიდი ადგილი მუსიკასაც უჭირავს. თავისუფალ დროს ძირითადად ჩემ გიტარასთან ვატარებ. საყვარელი ჯგუფი Killers-ია, რომლის კონცერტზეც აუციებლად წავალ სოლისტი თუ არ მოკვდა. მაქვს ჩაის კოლექცია, მაგრამ მის დალევაზე არ ვგიჟდები. მიყვარს ძაღლები, მაგრამ არასდროს ვეფერები. მომავალი მიზნებზე მეც არაფერი ვიცი, მაგრამ მინდა რომ იმ სფეროში, რასაც ავირჩევ შეხება მქონდეს ახალ ადამიანებთან, ვიყო რეალიზებული და წარმატებას მივაღწიო. ვიაზრებ იმას რომ ქვეყნის მომავალს მისი მოქალაქეები ქმნიან ამიტომ მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლა. წიგნების თარო ჩემთვის შესძლებლობის გამოცდის არაჩვეულებრივი საშუალებაა. პროექტი რომელმაც გამაცნო საერთო ინტერესების მქონე უამრავი ახალგაზრდა და ერთ დიდ ოჯახად გადაიქცა.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო