ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანა გველუკაშვილი

რუსთავის #13 საჯარო სკოლა

მე ვარ ანი გველუკაშვილი 16 წლის, იმას აღარ ვიტყვი სად დავიბადე და როდის, მთავარია რომ დავიბადე ჩემს თავზე ხშირად ვლაპარაკობ (ცოტა ნარცისი ვარ), მაგრამ საკუთარი ბიოგრაფიის დაწერა რთული ყოფილა. ალბათ ზედმეტად მრავალფეროვანი ვარ და მიჭირს ყველფერს მოვუყარო თავი მოკლედ რომ ვთქვა უამრავი ჰობი მაქვს და მათ შორისაა წიგნების კითხვაც, თითოეული მათგანი ჩემთვის ახალი თავგადასავალი, ემოცია და გამოცდილებაა.მიხარია, რომ მათი საშუალებით მოვხვდი თაროში. ისინი ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან.იმასაც დავამატებდი, რომ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია წერისა და მულტფილმები ( ანიმაციის) ყურების გარეშე მომავალში ვფიქრობ ისეთი საქმით (კარგო, კეთილი, სასარგებლო და ა.შ) დავკავდები (ვეცდები მაინც,რომ დავკავდე), რომ ჩემი სახელი მალე არ მიეცეს დავიწყებას. სხვათაშორის მარტო ყოფნა მიყვარს ძალიან, ამ დროს ბევრს ვფიქრობ ხოლმე რაც ბევრ რამეში მეხმარება (მაგ: საკუთარი თავის პოვნაში) წიგნების თარომ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, ამიტომ ამ ეტაპზე მაბედნიერებს ჩემი წოდება "თაროელი"

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო