ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანა კვერნაძე

რუსთავის #13 საჯარო სკოლა

მე ვარ ანა, მეგობრებისთვის კი კვერნა დაბადებიდანვე მაინტერესებდა, ესმოდა თუ არა ჩემი მაიორ ტომს ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, მეგობრებთან ერთად დროის ფლანგვა, თუნდაც უმიზნოდ და ლიტერატურა. ასევე დაინტერესებული ვარ ქცევის ანალიტიკის შესწავლით. მთელი ცხოვრება კრასტი კრაბსის ბურგერის გასინჯვაზე ვოცნებობდი, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ წყლის ქვეშ, ანანასში ყვითელი ღრუბელი რეალურად ვერ იარსებებდა,ასე რომ ამჟამინდელ ოცნება Chargoggagoggmanchauggagoggchaubunagungamaugg-ის ტბის გადაცურვით შემოიფარგლება( თუმცა ,ჯერ ცურვა მაქვს შესასწავლი ) და არც სენ-პოლ-დე-ვანსის დათვალიერება იქნებოდა ურიგო. ჩემი ლიტერატურისადმი სიყვარულის დამსახურებაა ის, რომ ,,წიგნების თაროში” მოვხვდი. დარწმუნებული ვარ ეს პროექტი ძალიან დიდ გამოცდილებას მომცემს და საკუთარ თავში უამრავი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენაში დამეხმარება. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში, ჩემს ოთახში შემოსულებს ,სიცარიელეში შესასვლელი თუ არა, თაროს თასი მაინც დაგხვდებათ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო