ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თამუნა ჯინჭველეიშვილი

სამტრედიის #4 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე თამუნა ჯინჭველეიშვილი ვარ და ეს ოთხმოცდაოთხი სიტყვაა, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ. დავიბადე საქართველოში და სულაც არ “ვწუხვარ ამაზე.’’ აქვე გეტყვით, არანაირი განსაკუთრებული ნიჭით არ ვარ დაჯილდოვებული, მაგრამ ინტერესის ბევრი სფერო მაქვს. მიყვარს ქართული პოეზია და ქართული კინო, მჯერა ინდივიდუალური აღქმის ჭეშმარიტების და ვაფასებ ყველა ღიმილით ნათქვამ გამარჯობას. მაქსიმალურად ვცდილობ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მოძრაობის, როგორც ადამიანის უმთავრესი დანიშნულების შენარჩუნებას. ზუსტად არ ვიცი, ვინ ან რა ვიქნები მომავალში, მაგრამ იმედია, ისე ვიცხოვრებ, რომ მოვყვე და ჩემგანაც დარჩება ის, რაც იგისგან დარჩა...

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო