ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნინი კვეტენაძე

სამტრედიის #4 საჯარო სკოლა

მე ვარ ნინი, 18 წლის, სამტრედიიდან. ვფიქრობ, ოცნებები აუცილებლად იქცევა რეალობად შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით, ამიტომაც ვაფასებ ადამიანის ამ თვისებებს. მომავალში მსურს გავხდე ექიმი და შევიგრძნო ყოველი დღის მშვენიერება საკუთარი სიცოცხლის მიძღვნით სხვების გადარჩენისათვის. მიყვარს კლასიკური მუსიკა, ლიტერატურა, ადამიანებთან ურთიერთობა და ამგვარად მათი უნიკალურობის ამოცნობა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, შევიცნო საკუთარი თავი და ყოველ მომდევნო დღეს ვიყო უკეთესი ადამიანი, ვიდრე წარსულში.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო