ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

სალომე ჩუბინიძე

ქარელის #2 საჯარო სკოლა

მე სალომე ვარ,16 წლის,ქარელიდან.შეგიძლიათ ჩუბო დამიძახოთ. მწამს,რომ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ოცნებების ასრულების. მიყვარს ხატვა,კითხვა,მუსიკა,ფეხბურთის ყურება, “Coldplay”,გერმანია,გერმანული ენა და ლიმონი. მჯერა,რომ ჩემი თაობა ბევრ რამეს შეცვლის. მეშინია ყველანაირი ცხოველის. დაკავებული ვარ ფოტოგრაფიითა და ფიქრით. ან ვწუწუნებ, ან მძინავს. მეუბნებიან,რომ ხშირად უმიზეზოდ ვჩხუბობ... ხასიათი წამში 15ჯერ მეცვლება. მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. მინდა ვისწავლო ვიოლინოზე დაკვრა. მიმაჩნია,რომ თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით ადამიანი ყველაფერს შეძლებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო