ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

დაჩი აბულაძე

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

მე ვარ დაჩი აბულაძე. დავიბადე 2003 წლის 29 იანვარს, დილით, უფრო კონკრეტულად, დილის ათ საათს რომ ოცი წუთი აკლდა, ანუ 9:40 AM-ზე. კიდევ უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, მილიწამებშიც შენახული მაქვს სადღაც, მაგრამ არა მგონია, აუცილებელი იყოს. რადგან წიგნების თაროზე გავდივარ, ალბათ მიხვდით, რომ ჩემს ინტერესებს ლიტერატურაც განეკუთვნება. გავდივარ მეცნიერების ზოგად რაუნდზე, მაგრამ ხელოვნებაც მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ არც ხატვა გამომდის, არც ცეკვა და არც სიმღერა. შემიძლია ჩემს თანაგუნდელ ლევან აბაშიძეს შევეჯიბრო „სწრაფად ბეჭდვის ნიჭში“. საყვარელი მწერალი არ ვიცი. საერთოდ, შეიძლება ერთი მწერლის ზოგი ნაწარმოები მიყვარდეს, ზოგი კი არა. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ვერც საყვარელ ნაწარმოებს გამოვარჩევ. ერთის თქმა კი შემიძლია დაზუსტებით, რომ კლასიკურ სვაზილენდურ ლიტერატურას ბადალი არ ჰყავს. ვარ მეტნაკლებად აზარტული და ამიტომაც მიყვარს „წიგნების თარო“. რომ ვთქვა, პირველი სეზონიდან ვუყურებ და ყველა პაკეტი ზეპირად ვიცი მეთქი, მოგატყუებთ. თაროს ყურება მესამე სეზონიდან დავიწყე და მაშინვე დავინტერესდი „ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუთი“. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი რამეს აკეთებს, მოგებაზე და წაგებაზე არ უნდა გააკეთოს ზედმეტი აქცენტი და ამავე პრინციპით ვუდგები „წიგნების თაროსაც“. ისეთი გუნდი მყავს, მათთან ერთად გამარჯვებაც და წაგებაც სასიამოვნო იქნება. თუმცა, ისე კაცმა რომ თქვას, „კემბრიჯის ჰაერი ნამდვილად არ გვაწყენდა“, როგორც თამარ ბასიაშვილი იტყოდა.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო