ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თამარ ბასიაშვილი

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

მე ვარ თამარი, ახლობლებისთვის თათა, ზედმეტად ახლობლებისთვის კი თამრიკო. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების მე-16 წელს მივაღწიე. მიყვარს ღამ-ღამობით კითხვა და ვერ ვიტან წერას, მაგრამ მაინც ვწერ. ასევე მიყვარს ჩემი პატარა ძმა, სერიალებისა და სამყაროს აზრის განხილვა და შავი ჩაი. ჩემთვის თარო არის უამრავი ძვირფასი მოგონება და კიდევ უფრო ძვირფასი ხალხი. აქ თამაშის მთავარი მოტივაცია ჩემი და ჩემი გუნდელებისთვის არის არა გამარჯვება და პრიზები (თუმცა კემბრიჯის ჰაერი ნამდვილად არ გვაწყენდა), არამედ სიამოვნება, რომელსაც ჩვენთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს საკითხზე, ლიტერატურაზე საუბრითა და უბრალოდ დროის ერთად გატარებით ვიღებთ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო