ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლევან აბაშიძე

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

საკუთარი ოჯახისთვისა და ნათესავებისთვის საკმაოდ ცნობილი ტრანსლივანიელი ნათელმხილველის, ალექსანდრუ რეშიცელის ჩანაწერებიდან: ლევან აბაშიძე დაიბადება ქრისტეშობიდან 2002 წლის 7 ივნისს, ქალაქ ტფილისში (დღევანდელი ქართლის სამეფო). სწავლას 2008 წელს დაიწყებს სწორედაც რომ ქართულ და იმ ქვეყნის სახელობის სკოლაში, რომელშიც ჯერაც დგანან ინგლისელთა, ფრანგთა და ჰისპანიელთა კავალერები. ვხედავ, უყვარს სიმღერების სმენა, ასევე უყვარს სწორედაც რომ მღერის კონკურსი, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ჩატარდება. დაწერს მოთხრობებსა და თხზულებებს, რომელიც, ვერ ვხედავ, იქნება თუ არა საქვეყნოდ ცნობილი (სიმართლე ვთქვათ, არც ვიცი, თუ რატომ ვწერ მე, ალექსანდრუ რეშიცელი, მის მომავალ ბიოგრაფიას). დენის ყუთში გასული გადაცემა “წიგნების თარო” მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება, რამეთუ ის მას აპოვნინებს მისთვის მნიშვნელოვან ახლო მეგობრებსა და ამხანაგებს. სწორედაც რომ ქრისტეშობიდან 2019 წელს მიიღებს ის ამ გადაცემის მოსწავლეთა მეექვსე გამოშვებაში მონაწილეობას, რომელიც… (ალექსანდრუ რეშიცელის თანამედროვე უცნობი მემატიანის ცნობით, სწორედ ამ ნარკვევის წერის დროს მოკლეს საკუთარმა მსახურებმა დიდი ნათელმხილველი, ხოლო ლევან აბაშიძის ცხოვრების დანარჩენი ნაწილის აღწერა მან ვერ მოასწრო.)

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო