ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანი ჭეიშვილი

ქუთაისის #2 საჯარო სკოლა

მე ვარ ანი ჩემი გულში ჩასახუტებელი ქუთაისიდან. ვარ მონატრებული ძილს, სახლში ყოფნას, სოფელს ,ბაბუას, ორ საათში 4-ჯერ ჭამას, ოჯახის წევრებთან ლაპარაკს და მარშრუტით კატავს, ანუ ვარ აბიტურიენტი. მეზარება ყოველდღიურობა, თუმცა მიყვარს ცხოვრებაზე ლაპარაკი. ჩემი ცხოვრა მოულოდნელობებით არის სავსე და ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღიმილია. მე ყველაფერში ვხედავ გამოსავალს და ვარ იმედით სავსე, თუმცა ვოცნებობ სულ და ეს არ მომწონს. მიყვარს ზღვის ყურება, ადამიანები და ჭყინტი ლობიო. და ბოლოს, 2 წელია უმიზეზოდ მიკვდება ზაზუნები და გთხოვთ რამე მირჩიოთ, რადგან მე 9 ზაზუნის სიკვდილის შემდეგ დამიჭერენ. მადლობა ყურადღებისთვის! მეტი დრო აღარ, დღეს ხუთშაბათია, პროფილია!

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო