ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანა ლევიძე

ქუთაისის #7 საჯარო სკოლა

გამარჯობა. მე ვარ ანა, 17 წლის. ჩემი გუნდელი ნატას მსგავსად, არც მე მეღირსა პრუსტის კითხვარი (თუმცა იმედი გვაქ მომავალ სეზონში ,,პრუსტიც გვეღირსება და სკოლაში რომ მოდიან ეგეც'') ამიტომ რამდენიმე კითხვას აქ გავცემ პასუხს. მილიონი რომ მქონდეს განათლებაში დავაბანდებდი (მაგრამ პირველ რიგში სერსეი ლანისტერის გრანდიოზულ ძეგლს ვაჩუქებდი დადას). ადგილი, რომელიც აუცილებლად მინდა ვნახო არის ზღვის პროდუქტების მარკეტი იაპონიაში. წიგნების თაროს ისტორიაში ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში იყო მეხუთე სეზონის ფინალი (ეტა რას). კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი სისულელე რაც ჩაგიდენია, ვაპირებდი მეთქვა, რომ შემთხვევით წნევის წამლები დავლიე, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, ერთხელ თმის სარჭი (რკინის) დენცქვიტაში შევაერთე და დენმა დამარტყა. ყველაზე მეტად მეშინია სიჩუმის და სიბნელის (ოღონდ ერთდროულად). ჩემი ოცნებაა გავხდე წითელი ჯვრის მოხალისე და წავიდე პაპუა ახალ გვინეაში. კულინარია მიყვარს და როცა მოწყენილი ვარ ვაკეთებ საჭმელებს. გუნდში დავიმატებდი ნიკა ვარდიაშვილს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო