ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნატა სამხარაძე

ქუთაისის #7 საჯარო სკოლა

გამარჯობაა ... მე ნატა ვარ და მე წიგნებზე დამოკიდეული ვარ . - გამარჯობა ნატა ! ( ყველამ ერთად , რამდენიმემ მაინც დააგვიანა ) - ააამ ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა რვა წლის ასაკში " ყაჩაღის ასული რონია" მესამედ წავიკითხე , მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ . სეთურის დაჟინებული მოთხოვნა, რომ დროულად ჩაგვებარებინა ბიოგრაფიები გახდა ბიძგი მოვსულიყავი აქ და გაგცნობოდით . დავიბადე ზესტაფონში , იმ საავადმყოფოში ზემოთ რომაა ( როგორც დედაჩემი უწოდებს ) , ბავშვობაში ჩრდილებს ველაპარაკებოდი . მეორე კლასში მასწავლებელმა საკუთარი თავის დახასიათება დამიწუნა , ერთმანეთის გამომრიცხველი მცნებები გაქ ჩამოთვლილიო - გავჩუმდი არადა მართლა განსხვავებული და არაპროგნოზირებადი პიროვნებების დომხალი ვარ . ჰობად მაქვს კითხვა ( შეცხადებები ) , ხატვა , წერა და მანიაკების ფსიქოანალიტიკური პორტრეტების შედგენა . მიყვარს ბანანი და რამდენიმე ადამიანი . საყვარელი წიგნი "1984" და "ზარხუფი" . ჩემი ახალი ობსესიაა წიგნების თარო და თემატურად ასოციაციის პასუხია : ანი ბენდელიანი . *ხანგრძლივი სიჩუმე* (რამდენიმე ჩახველება)

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო