ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მართა გობეჯიშვილი

ქუთაისის #12 საჯარო სკოლა

ბიოგრაფია, ზოგადად პიროვნების და მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მეც მთხოვეს, აბა, ერთი მოკლედ ჩაგვიწერეო და აჰაა, ინებეთ ბატონო. თუ მკითხავთ ვინ ხარო, სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თუ გსურთ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე არასაინტერესო დეტალებს გაეცნოთ, ხელს არ შეგიშლით. (მე გაგაფრთხილეთ) მართა რევაზის ას. გობეჯიშვილი-ტარგარიენი - დაიბადა ქუთაისში, ისეთ მოჟამულ და სუსხიან იანვრის დილას, როგორიც თვითონაა; თითქმის 17 წელია ოქროს დაბადების დღეზე ოქროს მანქანას ითხოვს, მაგრამ ტარება ჯერ კიდევ არ უსწავლია; დიდად გულმავიწყი პიროვნებაა; მისი ყველა გატაცება და ჰობი დროებითია. როგორც თავად განაცხადა: „დღეს თუ დიეტაზე ვარ, ხვალ აღარ ვიქნები“; ერთადერთი ფენომენი რითაც ჯერ კიდევ დაინტერესებულია, არის წიგნების კითხვა; დრაკონები არ დაუზრდია, მაგრამ უკვე შეამჩნევდით, რომ კჰალისობას იბრალებს; არ უყვარს ლაპარაკი, მაგრამ უყვარს ლაპარაკი; ობსესიურ აშლილობას თუ ჯერ კიდევ არ უმსხვერპლია, თვალი ადევნეთ ახალ ამბებს... ეს და სხვა მრავალი გასაოცარი აზრი გადმოფრქვეულია ჩემ ახალ წიგნში „როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია“, შეიძინეთ, გაუზიარეთ ახლობლებს, იქნებ თაროში გამოდიან და დაჭირდეთ სამომავლოდ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო