ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ცისია ხაჩიძე

ხაშურის საპატრიარქოს სკოლა-პანსიონი

გამარჯობა!!! მე ვარ ცისია. (ისევე როგორც აქ წარმოდგენილთა უმეტესობას) მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ყოფნა + ისტორია. ვკითხულობ ყველა ჟანრს, განსაკუთრებით - ფანტასტიკას. ბოლო დროს ძველი ფილმების ყურებამ გამიტაცა და ვუსმენ ნებისმიერ ჟანრს, თუ სიმღერა მომეწონება. არ მიყვარს პიცა, კოელიო და როცა ნამდვილი სახელით მომმართავენ. დიდი სიამოვნებით შემოვივლიდი მსოფლიოს და ვფიქრობ, დიპლომატის პროფესიაც ხელს შემიწყობს. გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი მიზნის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ უკანასკნელის სიჭარბეს ვერ დავიჩემებ. მიყვარს სიახლეები, ახალ გამოწვევებთან შეჭიდება და მიხარია ისეთ საინტერესო პროექტში მონაწილეობა, როგორიც "წიგნების თაროა".
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო