ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

სერაფიმე მეტრეველი

ხაშურის საპატრიარქოს სკოლა-პანსიონი

მე სერაფიმე ვარ, მიყვარს შოპენი, მიქელანჯელო დაა რაც მთავარია ლიტერატურა. წიგნის კითხვა ჩემთვის არაა მხოლოდ ჰობი, ან დროის გაყვანა, არა ჩემთვის წიგნი მასწავლებელია, რომლისგანაც ბევრს ვსწავლობ, როგორც სხვებზე ასევე საკუთარ თავზე. ოცნებას კაცი არ მოუკლავს და მეც ხშირად ვიცნებობ, ვოცნებობ რომ ერთხელაც დადგება დრო როცა ქვეყანას დავჭირდები და მე მას ღირსეულად ვევმსახურები. მიზანს რაც ჩეეხება სულ რამდენიმე მაქვს: 30000 წიგნის წაკითხვა, საუკეთესო გოგოს ცოლად მოყვანა, ხმელთაშუა ზღვაში ჭყუმპალაობა და იმ შეგრძნების გაგება... აი ბოლოს რომ ამბობენ ცხოვრებით კმაყოფილი ვარო, რა შეგრძნება მაგის გაგება მინდა.ცოტაც წიგნების თაროზეც ვიტყვი, რომ არა ეს პროექტი ჩემი ცხოვრება ასეთი არ იქნებოდა და იმ სიძლიერეს რასაც წიგნი მაძლევს დღეს ასე მკაფიოდ ვერ ვიგრძნობდი. ეს პროექტი ჩემთვის უდიდესი მოტივაციის წყაროა. ადრეც ვკითხულობდი, მაგრამ "მკითხველი" ამ პროექტმა გამხადა, აქ შევიძინე მეგობრები, გავხდი უფრო მხიარული და ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. წიგნი მაგარი რამაა და სწორედ ამ პროექტმა მიმახვედრა ამას. "წიგნების თარო" - სიყვარული, მხიარულება და ბევრი მეგობარია.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო