ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნინი მაღრაძე

თბილისის #141 საჯარო სკოლა

მე ვარ ნინი მაღრაძე, 15 წლის. მაქვს დიდი ოჯახი - მყავს 2 ძმა და 2 და, რომლებთან ერთადაც ყოველთვის კარგ დროს ვატარებ (ისე უფროსი და ჩემი ფავორიტია, იმედი მაქვს ამას დანარჩენები არ წაიკითხავენ). ძალიან მიყვარს ხელოვნება, რამაც განაპირობა ჩემი ინტერესი ცეკვისა და ფორტეპიანოზე დაკვრის მიმართ. ზოგადად სიახლეების მოყვარული ვარ და ყოველთვის ვცდილობ ერთფეროვნებას გავექცე. ასევე მსურს აქტიურად ჩავერთო ისეთ საქმიანობებში, რომლებიც გამოცდილებასა და ცოდნას მომცემს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვის გარდა ვუყურებ ფილმებს, ძირითადად ჩახლართული ე.წ „Mind-blowing“ სცენარის მქონე სიუჟეტი მაინტერესებს. თუმცა მაქვს საყვარელი კომედიური ჟანრის სერიალი - Friends („მეგობრები“), რომლის სერიებსაც განტვირთვისათვის ხელმეორედ ხშირად ვუბრუნდები. ძალიან მინდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა, მოგზაურობა და უამრავ ადამიანთან შეხვედრა. პატარა უცნაურობა რომელიც მახასიათებს საგნებზე დაკვირვებაა. ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო ჩემში ინტერესს იწვევს ადამიანების, ბუნების მრავალფეროვნება და მათი შეცნობა. და კიდევ, ვგიჟდები ხილზე - ვაშლატამა ჩემი ფავორიტია.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო