ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანანო ბურდულაძე

თბილისის #151 საჯარო სკოლა

Konichiwa. მე ვარ ანანო. მიყვარს ვაშლი, ხატვა და გრეიფრუტი. იაპონური სალამი ამ ქვეყნისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს არ გამოხატავს, უბრალოდ რამენაირად უნდა დამეწყო ბიოგრაფიის წერა. (მაგრამ არ გამოვრიცხავ ზემოთხსენებულს) . ბევრს არ ვოცნებობ, მხოლოდ ცოტას და იმასაც ელექტრონულ ცხვრებზე. (ავტ. შენ. იხ. ფ. დიკი) მომავალში მინდა საქართველოში კერლინგის დარბაზი გაიხსნას. თავისუფალ დროს ვგეგმავ თუ როგორ არ მქონდეს თავისუფალი დრო მომავალ კვირაში. მეტზე ფიქრის დრო ახლა არ მაქვს, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ დრო უნდა ჩერდებოდეს. (ავტ. კვლ. შენ. იხ. ო. ჰაქსლი) ბოლოს ასეთ აზრებს ჩიხში შევყავარ და შექმნილი სიტუაციის გამო მობოდიშებას სჯობს დაგტოვოთ. წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად. (მაგ. მტკვარი)

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო