ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ბარბარა იველაშვილი

თბილისის #151 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე ვარ ბარბარა იველაშვილი. ძირითადად მიყვარს დედა, ყავა და ცოტა sci-fi. თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს იმაზე ვფიქრობ, რატომ მაქვს თავისუფალი დრო აბიტურიენტ ადამიანს. უფრო დიდი რომ გავიზრდები მინდა მოგზაური გამოვიდე, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო (კი, იურიდიულზე, როგორც ყველა). კიდევ მიყვარს ხატვა და მებრძოლთა კლუბი. ეს უკანასკნელი ცალკე პუნქტად იმიტომ გამოვყავი, რომ ჩემი ამ წიგნის და ფილმისადმი სიყვარული იმდენად დიდია, ზოგად რამეებთან ერთად ვერ მოვიხსენიებდი. მოკლედ, მგონი აქ უნდა დავასრულო, მეტი არაფერი მაფიქრდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო