ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანამარია ჩიბურდანიძე

თბილისის #175 საჯარო სკოლა

მე ვარ ანამარია ჩიბურდანიძე. დავიბადე 2003 წლის 29 იანვარს საფრანგეთის ქ. კაენში. მყავს დედა, მამა და ძმა. ოჯახური იდილიის პირობებში მშობლებმა თავიდანვე შემაყვარეს სამშობლო, ქართული ენა და სწავლა. ვარ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური ( ვგიჟდები ადამიანთან ურთიერთობაზე და საუბარზე. ლაპარაკი 3 წლიდან დავიწყე), სამართლიანი, ემოციური, ჩქარი, ძალიან პირდაპირი, მეტისმეტად ყურადღებიანი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე. მიყვარს სწავლა. კარგად მაქვს გათავისებული სამომავლოდ განათლების როლი. მაქვს მიზნები დასახული და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ მივიღო სიამუვნება მათი განხორციელების პროცესში. საფრანგეთში გატარებული დრო არ მახსოვს. თურმე ეიფელიც, ვერსალიც, ლუვრიც, შანზელიზეც და დისნეილენდიც მაქვს ნანახი,მაგრამ ამაოდ. საქართველოში, რომ ჩამოვედი მხოლოდ 5 წლის ვიყავი. ჩამოფრენიდან 1 წელი ვერ ვსაუბრობდი ქართულად. თურმე პურს ,,ლავაშ“-ს, ბაჭიას ,,ბაჭიბა“-ს. პირველი ნაბიჯები ბაღისკენ და სკოლისკენ იყო და არის შთამბეჭდავი. მყავს ბევრი ,,კეთილმოსურნე“ , ხოლო 4 საუკეთესო მეგობარი. ვსწავლობ 175-ე საჯარო სკოლაში. იგი დიდ როლს თამაშობს ჩემი პიროვნების, ქვეცნობიერის, მენტალიტეტის, უნარების განვითარებაში. ამ სკოლამ გააძლიერა ჩემში სწავლა-განათლების უზომო საჭიროება და აუცილებლობა. სკოლაში ძირითადად ჩემი საყვარელი საგნებია-ყველაფერი. აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მაქვს ბევრი ჰობი: ვუკრავ გიტარაზე , წიგნების კითხვაზე ვგიჟდები, ვხატავ, გატაცებული ვარ ჯანსაღი ცხოვრებით. ვცდილობ არ ვიყო კონფლიქტური. ვერ ვიტან ტყუილს, დამცირებასა და უსამართლობას. იშვიათად ვამჟღავნებ აგრესიას, რადგან ეს თვისებები არ არის ჩემში და თუ ხდება ხოლმე გამოუვალი ,,ფორს-მაჟორული“ სიტუაციის დროს გაუგებრობა, ყოველთვის ვცდილობ მშვიდობიანად, შემრიგებლისა და მიმტევლობითი ინიციატივით დავასრულო აღნიშნული საკითხი. ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მომავალი პროფესიის განსაზღვრაში დამეხმარა. ვაპირებ მომავალში ვისწავლო საერთაშორისო-ურთიერთობების განხრით. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ვიქნები წარმატებული ( ამიდ ამბიცია მაქვს) და ეს იქნება ის პროფესია, რომელიც დიდ ძვრებს გამოიწვევს ჩემში. P.S ჩემი საყვარელი პოეტები არიან ( ვგიჟდები) გალაკტიონ ტაბიძეზე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და შოთა რუსთაველი. მწერლებიდან ონორე დე ბალზაკი, ჰემინგუეი, შექსპირი, ერიხ მარია რემარკი და ნაბოკოვი. საყვარელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტ

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო