ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თეკლა გოცაძე

თბილისის #175 საჯარო სკოლა

მე მქვია თეკლა და მეგობრები არანაირ შინაურულ მეტსახელს არ მეძახიან (თუ არ ჩავთვლით იმ ძვირფას ხალხს, ჩემი გაბრაზება რომ უხარიათ და აკრძალვის მიუხედავად თეკლე-თი მომმართავენ). ვცხოვრობ უმუხებო მუხიანში, უფერებო კორპუსში, უსიძულვილო სახლში და უწესრიგო ოთახში. მიყვარს კამათი, მაგრამ კარგად არ გამომდის-წამითაც რომ გავიაზრო, მტყუანი ვარ, მაშინვე მოწინააღმდეგეს ვეთანხმები :sad emoji: . სულ პაწაწკინტელა რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული ვწერ. წერა მიყვარს. წრეში ბურთი და დოკუმენტური ფილმები იმაზე მეტად მეჯავრება, ვიდრე სიტყვა - „ლიმნის“. ხალხს გონია, რომ გრამატიკა კარგად ვიცი, მაგრამ ტყუილია (რა მინდოდა, რას ვაბაზრებდი). სამომავლოდ არანაირი გეგმა არ მაქვს და ჯერ-ჯერობით ვქაჩავ. ისე, ყველაფრის სწავლა მინდა, მაგრამ არაფერს ვსწავლობ (მაგრამ ამაზე ვმუშაობ და დიდხანს არ გაგრძელდება - ერთ-ორ თვეში აღარ მენდომება ყველაფრის სწავლა). მორჩა - ესა ვარ სულ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო