ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თამო მიქელაძე

თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა აია-ჯესს

მე ვარ თამო, თბილსიდან. ბოლო დროს ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემ გარშემო, მაგრამ ჩემი ყოველდღიურობა, ხასიათი და მიზნები თითქმის არ შეცვლილა, ისევ ბევრ რამეზე ვოცნებობ, მგონი ყველაფერზე, რაზეც ოცნება შეიძლება: ტელეპორტაციის უნარზე, დროის მართვაზე, ნაკლებად ჯიუტ ჩემს დაზე და უფრო ყურადღებიან თამოზე. უფრო მეტად მიყვარს მეცნიერება, ლიტერატურა და ბითლზი, ვიდრე ოდესმე. ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული მეცნიერი (იმედია ბიოფიზიკოსი ან ბიოინჟინერი) და ვიმუშაო საქართველოში, სადაც მეცნიერება სათანადოდ იქნება დაფასებული. თავისუფალ დროს, როგორც წესი, ვსეირნობ მეგობრებთან ერთად, ვკითხულობ ან ვცურავ. კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ამ დროით დეფიციტურ სამყაროში, ისევ არ მყოფნის 24 საათი დღე- ღამისთვის და თუკი 24 საათი მხოლოდ დღე იქნება და მეორე ოცდაოთხი საათი მხოლოდ ღამე, ძილისთვის 12 საათს გამოვყოფდი , ხოლო დანარჩენ 36 საათს კი იმ უამრავ განუხორციელებელ საქმეს მოვახმარდი, რომელთა ჩაფიქრებისთვისაც კი არ გვრჩება ზოგჯერ დრო.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო