ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნინი მამალაძე

ბათუმის #4 საჯარო სკოლა

ქალბატონებო და ბატონებო თქვეს წინაშეა ქ.ბათუმის N4 საჯარო სკოლის ჯერჯერობით დაუმსახურებული არტისტი ნინი მამალაძე (ტაშ ტაშ ტაშ ტაშ....), იგი დღეს თავისი მოკლე ბიოგრაფიით წარდგება ჩვენს სცენაზე. გამარჯობა მე ვარ ნინი და ჩემს სახელს უამრავი ვარიაცია აქვს, რამოდენიმე კვირის წინ კი თათუკაც შეემატა. ვსწავლობ უკვე მოხსენებული სკოლის მეათე კლასში, სიაში მეთორმეტე გახლავართ. მიყვარს სპორტი თუმცა ჩემი თაროში თამაშებიდან გამომდინარე ამას დიდად ვერ შეატყობთ. განსაკუთრებით კალათბურთი და ჩოგბურთი. ფეხბურთიც არაა ურიგო. მიყვარს სიმღერებიც და დედაჩემის ნერვებზე თამაში. ჯერჯერობით ჩემი ოცნებაა რომელიმე თამაშზე მაინც ავიღო სპორტის რაუნდის კითხვა. მიტაცებს კინოხელოვნება და არტისტობა. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით აზრი იმდენჯერ მაქვს შეცვლილი სულ არ გამიკვირდება პროფესიის გარეშე რომ დავრჩე. მიყვარს ჭამა და ვერ ვიტან დიეტას. ასევე დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი ნატვრის ხეზე შებმული ჭრელი ლენტის სურვილიც ახდება და ოდესმე მაინც წა.... უი ეს არ უნდა ვთქვა თორე მერე არ ამიხდება. იმედი მაქვს ჩემი სიკვდილის მერე ადამიანებს როგორღაც მაინც ვემახსოვრები. არ მიყვარს ბავშვები და ბორში. ახლა უნდა გავიქცე უთო დამრჩა ჩართული. ნახვამდის.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო