ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ქეთი დიასამიძე

ბათუმის #4 საჯარო სკოლა

მე დავიბადე მთვარიან... ნწ,შუადღეს დავიბადე.ბათუმში,საქართველოში,ევროპის და აზიის გასაყარზე,...,ირმის ნახტომის გალაქტიკაში. პირველი რაც ჩემ თავზე მახსენდება არის ჩემი აღმოჩენები,რითაც ხშირად გაოცებაში მომყავს მეგობრები. მაგალითად,ახლახანს დავასკვენი,რომ თუ ახლა 15 წლის ვარ 10 წელში 25ის ვიქნები(ზუსტად ასეთი საღი დასკვნები გავაკეთე ბლიცის წინაც). მართალია ჯერ არ მიმიღია წერილი შეკითხვით "ვინ ხარ შენ", თუმცა მაინც ვარ დაინტერესებული ფილოსოფიით. ახლახანს დავამუშავე თეორია,რომლის მიხედვითაც არაფერი, რასაც ძილის წინ წარმოვიდგენ არ ხდება. ამიტომ, გადავწყვიტე არასოდეს წარმოვიდგინო ის,რაც მინდა რომ ახდეს. მიყვარს მიმების კეთება,ყავა,ბლიცის დროს ცეკვა ხელის მკაფიო ქნევით(იხ.ჩემი თამაში მეხუთე სეზონში,36:15)და ოცდახუთი ლარის გადახდა წიგნში,რომელიც ახლა ცხრა ლარი ღირს. ვიცი როგორ გამოიყურება გარეგნულად ფლუგერი,ასევე როგორაა რუმინულად მოხვევა მარჯვნივ ან მარცხნივ. თუ მოვკვდები, დაე ვოგონების პოეზიამ მომკლას. პ.ს მგონი ჰემინგუეის გავუსწარი,იმდენჯერ შევცვალე დასასრული,მეც არ ვწერდე უცებ "მშვიდობით იარაღო"-ს რაა...

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო