ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ილია ბედინაშვილი

ბაკურციხის საჯარო სკოლა

მე ვარ ილია ბედინაშვილი 17 წლის. დაინტერესებული ვარ თითქმის ყველაფრით. თანაბრად მიყვარს როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული საგნები, თუმცა სამომავლო პროფესიას ტექნიკურ საგნებს ვუკავშირებ. თავისუფალ დროს ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, ვუყურებ სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებს, დროს ვატარებ და ვერთობი მეგობრებთან ერთად. მიყვარს სპორტის თითქმის ყველა სახეობა, ხოლო თამაშით უპირატესობას ფეხბურთს, ფრენბურთსა და ჭადრაკს ვანიჭებ. მსურს ბევრ წარმატებას მივაღწიო ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები ვაკეთო.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო