ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლადი სამადაშვილი

ბაკურციხის საჯარო სკოლა

ლადი 18 წლის, კახეთიდან. პოზიცია - ,,მოსიარულე აბიტურიენტი“. წოდება - ,,სქაუზერი’’. ინტერესის სფერო - კინემატოგრაფია, ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია. საყვარელი თამაში - ,,რა? სად? როდის?’’ თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს ან ფეხბურთს. ვემხრობი კამიუს ფილოსოფიურ შეხედულებებს. ვკითხულობ ყველგან და ყოველთვის, როცა მსიამოვნებს (არაორდინალურ სიტუაციებშიც). მებრძოლი ხასიათი მეხმარება ბოლომდე გავიყვანო ჩანაფიქრი. ამჟამად დროის დეფიციტი მაქვს, რაც ერთობ მაღიზიანებს. დიდი სიამოვნებით ვიხეტიალებდი ბიტნიკებივით. ვფიქრობ, წიგნების კითხვა ადამიანს ეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობაში.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო