ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნია გოგოხია

თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა აია-ჯესს

მე ვარ ნია, 17 წლის. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა დიდი გოგო გავზრდილიყავი, მაგრამ ამ ცხოვრებაში არ გამოვიდა. ამიტომ ვოცნებობ, რომ მომავალ ცხოვრებაში მაღალი ვიყო და საგნების ზედხედს ვხედავდე. რაც შეეხება ამ ცხოვრებას, მინდა ვგავდე ნაგელს "მისტერიებიდან" და შესაბამისად, ვიყო იმაზე დიდი ეგზისტენცია, ვიდრე გარემოებები მთხოვს, რომ ვიყო, მაგრამ ჯერ არ გამომდის. ისე, ჩვეულებრივად ვცხოვრობ: დილას მაღვიძებს დედა, მე ვთხოვ, რომ 5 წუთი კიდევ დამაძინოს, ვკითხულობ წიგნებს, მაქვს საკუთარი წიგნების თარო და ა.შ. თავისუფალ დროს რას ვაკეთებ არ ვიცი, იმიტომ რომ მთელი დღე მარტო იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. შესაბამისად, მთელი დრო თავისუფალია. ჯერ არ მიპოვია ადგილი, რომელიც ჩემს სამეცადინო მაგიდაზე მეტად მეყვარება, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მიცნობს. ასევე, ძალიან მიყვარს ფიზიკა და მინდა, ასტროფიზიკოსი გამოვიდე. ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, რომ ვამბობ ასტრონომი უნდა გამოვიდე-თქო და რომ მეკითხებიან, ზოდიაქოთი რა ხარო. ვარ ძალიან ჯიუტი და რაღაცნაირი, რისთვისაც ყველას ბოდიშს ვუხდი. ამ კონკრეტულ წამს ბევრი რამის ძიებაში ვარ ალქიმიკოსის არ იყოს და მივყვები საკუთარ სპონტანურობას და ცხოვრებას. ვნახოთ, სად გამრიყავს.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო