ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანა ჯაფარიძე

თბილისის ვეკუას #42 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე ვარ ანა ჯაფარიძე, თუმცა შეგიძლიათ დამიძახოთ იშმ... კხმ... არა, უკვე 16 წლის ფსევდოპერსპექტიული ახალგაზრდა თბილისიდან. მაქვს უამრავი საქმის წამიერად ნულ საქმედ ქცევის საოცარი უნარი, თან ისე, რომ სინდისმაც არ შემაწუხოს. ასევე, პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ მესენჯერში რომ ბურთის კენწვლაა, იმ თამაშს. არ მიყვარს ფილმების ყურება, არც წიგნების კითხვაზე ვგიჟდები (ხო კაი, ამას ვიტყუები) და ვერ ვიტან ჩემკენ მომართულ შემდეგ სიტყვებს - "იმეცადინე", "გაჩუმდი", "დაიძინე". ცხოვრება არ წარმომიდგენია ყავისა და კოკა-კოლის გარეშე. მომავალში მინდა ვიყო ასე თუ ისე ცნობადი სახე საზოგადოებისთვის და დავაარსო პარტია "ლეტალური საქართველო" გიორგი მერკვილიშვილთან ერთად. P. S. ისევ მჯერა, რომ წამს თუ ვერა, წიგნების თაროს თასს მაინც დავიჭერ ხელში.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო