ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნია ფიფია

ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა

მე ნია ვარ, 16 წლის. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რას ვაპირებ მომავალში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესია უნდა მიყვარდეს და ყოველი დღე სიახლეებით იყოს სავსე. მიყვარს კითხვა, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა, დაკვრა,მუსიკა ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ვცდილობ, დამრჩეს თავისუფალი დრო და ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად განვიტვირთო. ჯერჯერობით ამას ვახერხებ. მინდა ჩემი ცხოვრება კარგი წიგნის სიუჟეტივით იყოს, დინამიური და საინტერესო.ძალიან მიყვარს მეგობრების წრეში ყოფნა, თუმცა ახალ ადამიანებსა და სიახლეებსაც დიდი სიამოვნებით ვეცნობი. წლების შემდეგ, როდესაც ამ ნაწერს წავაწყდები, მინდა ვიფიქრო, რომ ბევრი რამის გაკეთება შევძელი.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო