ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ნინი თელია

ქუთაისის #40 საჯარო სკოლა

ჰაი გაიზ.. მე ვარ ნინი თელია, 17 წლის, ვსწავლობ ქ.ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში. მიყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა (სხვადასხვა ჟანრი, განწყობის მიხედვით), ფილმების ყურება, ცეკვა, ახალი ინფორმაციების მიღება, ძველი ნივთების შეგროვება და დათვალიერება, მოგზაურობა (თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ).. რაც შეეხება პროფესიას, თუკი რაიმე არსებობდა, თითქმის ყველაფერი მინდოდა.. ახლა კი აბიტურიენტი ვარ და საბოლოოდ შევჩერდი ერთზე.. მომავალში მინდა წარმატებული ექიმი გავხდე (მიყვარს ქიმია და ბიოლოგია). ასევე მინდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა (მაინტერესებს ყველა ქვეყანა, საკუთარი ინდივიდუალიზმით), სიამოვნებით წავიდოდი კოსმოსშიც.. ძალიან მაღელვებს საქართველოს ბედი, ამიტომ ხშირად მიფიქრია პოლიტიკოსობაზე (მაგრამ ეს ჩემი სფერო არ არის). ყველანაირად შევეცდები ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალსა თუ წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.. რაც შეეხება თავისუფალ დროს: ძირითადად მეგობრებთან ერთად ვსეირნობ, ოჯახთან ერთად ვატარებ, ან მძინავს.. საოცარი პოზიტივით ვივსები ბავშვებთან ერთად თამაშისას (უიშვიათესია, მაგრამ მაინც). რაც შეეხება წიგნების თაროს, ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი არსებობს და ამ პროექტში მოვხვდი.. წიგნების თარო ჩვენ თაობას აძლევს როგორც ცოდნას, ასევე შესაძლებლობას, გაიცნო შენი თანატოლი ნიჭიერი ბავშვები და რაც მთავარია, წახვიდე კემბრიჯში, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენთან ერთად.. როცა წერა დავიწყე, ვიფიქრე ხუთ სიტყვას დავწერ, არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი-მეთქი, მაგრამ ახლა იმდენი გამომივიდა :დ მგონი თავიც კი მოგაბეზრეთ..
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო