ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

გივიკო ლემონჯავა

თბილისის #50 საჯარო სკოლა

არ აქვს აზრი როდის დავიბადე, სამშობიაროში შუქი იყო, თუ გახარებულმა მამაჩემმა ბებიაქალს თეთრ ხალათში რამდენი ლარი ჩაუკუჭა, ჩემი ბიოგრაფია იწყება მაშინ, როდესაც დავიწყე მონტესკიესეული ბუნებითი კანონის, შემეცნების გასისხლხორცება. მე ვარ გივი(კო) ლემონჯავა. დავიბადე შიშველი, ორთაჭალის რომელიღაცა საავადმყოფოში. თავიდან ექიმებს ოსკარ მაცერატის რეინკარნაცია ვეგონე, მერე მიხვდნენ, რომ ახალდაბადებული ვიყავი. განსაკუთრებით მიყვარს ორი ექიმი: მამაჩემი და მისი საფიცარი ჰიპოკრატე. ვგიჟდები პოეზიაზე, განსაკუთრებით გალაქტიონზე, გალაკტიონზე, გალაზე, ტიციან ტაბიძის ბიძაშვილზე და ვასილ ტაბიძის შვილზე. უცხოელებიდან მიზიდავს ომარ ხაიამის და ყიას ედ-დინ აბულ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელის შემოქმედება. 7 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს თბილისის რამდენიმე კლუბში, არ ვყოფილვარ ახალი მარადონა, არც პელე, მაგრამ ეშმაკს თავისი ადვოკატითურთ ხშირად ვატყუებდი. როგორც ყველაფერი, უსასრულობის ომის გარდა, მთავრდება, ჩემი ფეხბურთელობაც მორჩა ამ რეალობასა და სამყაროში. მეც შევიცვალე მინდორი და მწვანე ბალახის მაგივრად თეთრზე შავად დაწერილ ასოებზე დავიწყე გონებით ვარჯიში. ერთხელ, მგზავრობისას და ვინჩიმ ჩამოწერა 36 პროფესია, სადაც შეეძლო სრულყოფილად ემუშავა. და ვინჩის არ იყოს, ვთამაშობ სპორტის თითქმის ყველა სახეობას (კერლინგის გარდა). მინდა ახლო მომავალში ტაუმატავაგატანგიჰანგაკოაუაუოტემატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორუნოკოპოკაივენუაკიტანატაჰუს (Link in description below) 305 მეტრიანი მწვერვალი დავლაშქრო ლუკა გომარელთან ერთად. თუ ჩემ ცხოვრებას წიგნების მიხედვით აღვწერთ, ასეთი რამ გამოვა: ჩემი „დაბადება“ (ბიბლია) არა მხოლოდ „რომის ისტორიაში“(მომზენი) არამედ მთელ მსოფლიოში იქცა „საოცარი,ახალი სამყაროს (ოლდოს ჰაქსლი) „დასაბამად“ (აიზეკ აზიმოვი).
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო