ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლაშა თოთლაძე

თბილისის #71 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე ვარ ლაშა, თბილისის 71-ე საჯარო სკოლიდან. არც მე ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი, რომ მიყვარს კითხვა (განსაკუთრებით დეტექტივების ), ასევე სპორტი, ყველაზე მეტად კი - ცურვა, ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ჰობია. მიყვარს მუსიკაც და რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული, შემეცნებითი, ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“. ჯერ არჩეული არ მაქვს მომავალი პროფესია, ამიტომ ვცდილობ ყველაფერს თანაბრად დავუთმო დრო და ყველაფერში ვცადო ბედი, მაგრამ ჩემი თავი რატომღაც მაინც პოლიტიკაში წარმომიდგენია, რადგან ძალიან მიყვარს ეს სფერო და ვცდილობ ლიტერატურასთან ერთად აქაც გავიღრმავო ცოდნა. ვოცნებობ ბევრ რამეზე, რაზეც კი შეიძლება ოცნება და მჯერა რომ ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა და შრომა ამ ყველაფერს რეალობად გადააქცევს. ბოლოს კი, მინდა ვთქვა, რომ ვგიჟდები სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო