ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თამარ სისაური

თბილისის #71 საჯარო სკოლა

მე ვარ თამარ სისაური, თბილისიდან. ჩემს ცხოვრებაში მუსიკას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ვუსმენ ყველა ჟანრის მუსიკას (რეპის გარდა). ვუკრავ ვიოლინოსა და პიანინოზე. მსურს, რომ მომავალში უფლებათა დამცველი გამოვიდე, რათა ადამიანები დისკრიმინაციისგან დავიცვა. მომწონს ინტელექტუალური თამაშები, რადგან ძალიან აზარტული ვარ და ამასთან ერთად ჩემს ცოდნასაც ვამოწმებ. მიყვარს უცხო ენები, განსაკუთრებით ინგლისური. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ჯერ მთელ საქართველოში და შემდგომ ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო