ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

თორნიკე მესხი

თბილისის #71 საჯარო სკოლა

გამარჯობა. მე ვარ თორნიკე მესხი. 16 წლის. ვსწავლობ 71-ე სკოლაში. თავისუფალ დროს უმეტესად ვატარებ მუსიკის მოსმენაში, სერიალების ყურებაში, ან გლდანში. ვუსმენ ყველა ჟანრის მუსიკას, ან - თითქმის. ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ჰიპ-ჰოპის გარეშე უკეთესი პლეილისტი გაქვსო. მიყვარს ისტორია. მიყვარს მიუნხენის "ბაიერნი", და კიდევ, მიყვარს ინტელექტუალური თამაშები. ჩემი დის აზრით, ასევე მიყვარს ადამიანების გამოცდა. ძალიან მომწონს სეირნობა, იმიტომ რომ ფიქრში მეხმარება და ფიქრის დროს ყოველთვის დავდივარ. მიმაჩნია, რომ რამდენიმე სფეროში შემიძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩემ თავს ჯერჯერობით ვერსად ვერ წარმოვიდგენ.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო