ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

გიორგი პაპულაშვილი

თბილისის სკოლა-პანსიონი კომაროვი

მე გიორგის მეძახიან. მიყვარს მზე, ხატვა, მუსიკა, მატარებელი, სიცილი, ციფრები, გრამატიკა, ძილი, კატები და კინო. ყველაფერში სიმყუდროვეს ვეძებ. საყვარელი ფერი არ მაქვს, მხოლოდ შეხამებები: იისფერი და ყავისფერი; შავი და თეთრი; ცისფერი და ყვითელი. ამჟამად გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინით, კალიგრაფიით და წიგნის ყდების შექმნით. ჩემი აზრით, ყველამ თუ არა, ზოგმა მკითხველმა მაინც, უნდა დააფასოს წიგნის ყდის მნიშვნელობა. მინდა, რომ მომავალში უფრო თავდაჯერებული და სერიოზული ვიყო.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო