ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ასმათ ნინოშვილი

საგარეჯოს #2 საჯარო სკოლა

გამარჯობა, მე ვარ ასმათი. "წიგნების თაროში" ჩემი მონაწილეობა სპონტანურად მოხდა, მაგრამ არაფერი ხდება შემთხვევით სამყაროში... წიგნსა და ჩემ შორის კავშირზე შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა,რასაც დედაჩემის დამსახურებად მივიჩნევ-ისე მხატვრულად და გატაცებით მიკითხავდა ზღაპრებსა თუ მოთხრობას, რომ შემეძლო მეასედ მომესმინა ერთი და იგივე ერთნაირი ინტერესით. ვკითხულობ ყველა ჟანრის წიგნებს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც რომანები მიზიდავს... ჩემი კიდევ ერთი გატაცებაა მუსიკა. 5სახის ინსტრუმენტზე შემიძლია დაკვრა და ვმღერი.სიმღერას ვერასოდეს შეველევი და არც ვაპირებ,-რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, იგი სათანადო ადგილს დაიკავებს ჩემს ცხოვრებაში. "წიგნების თაროს" კონკურსიდან ველოდები უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას. არ მაქვს ჩემს თავზე გადამეტებული წარმოდგენა, მაგრამ მაინც მსურს, რომ მალე არ დავტოვო ეს საინტერესო კონკურსი.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო