ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ქრისტინე გოცირიძე

თბილისის #128 საჯარო სკოლა

მე ვარ ქრისტინე გოცირიძე და ვსწავლობ 128-ე სკოლაში.ვამაყობ მეტროში რომ აცხადებენ:შემდეგი სადგური გოცირიძეო და ასევე იმით,რომ მქვია ძველბერძნული სახელი.მაინტერესებს ყველაფერი,რასაც ადამიანის გონება შეიძლება მისწვდეს და ვერ მისწვდეს.ლიტერატურაზე შეყვარებული ვარ.ასევე ვწერ.ალბათ მარტო წერისას გამოვხატავ საკუთარ თავს ბოლომდე.საოცარი გრძნობაა საკუთარ გონებაში გაღვიძებულ ფანტაზიებს ხელშესახებ ფურცლებზე რომ გადმოვიტან-ხოლმე.ვოცნებობ-არაფერზე.ერთხელ ბიძაჩემმა მითხრა არასდროს იოცნებო,გქონდეს მხოლოდ სურვილებიო.საოცნებო ამ დროში მგონი არც არაფერი დარჩა.აი,მიზანი კი ბევრი მაქვს.მაგალითად, მინდა იაპონური,ჩინური და ესპანური მშობლიური ქართულივით მესმოდეს.ვგიჟდები ისტორიული ჟანრის სერიალებსა და ფილმებზე,მეფეებისა და დედოფლების ეპოქებზე,ძლიერ ქალ მმართველებზე.საყვარელი წიგნს რაც შეეხება,“ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ჩემთვის პირველია.ვერ ვიტან სახლის დალაგებას,ფიზიკურ დატვირთვას და კიდევ ქრისტინას რომ მეძახიან.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო